Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონი დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინრად; 1965-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად და წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე; 1978 წლიდან გადავიდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურრ ინსტიტუტში ("საქგზამეცნიერება") ხელოვნური ნაგებობების განყოფილების უფროსად; 1986 წელს დაინიშნა ზემოთ აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილედ. ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1978 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |