The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ხუციშვილი

დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1914
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1980  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისში მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდიაში (1927-1930) და სამხატვრო აკადემიაში (1930-1934).

1940 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიაში. ძირითადად მუშაობდა ნატურმორტის ჟანრში; ავტორია ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ტილოებისა და პეიზაჟებისა. მისი ნამუშევრები: "ხოხბები და ხილი" (1945, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "ხოხბები" (1947, აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), "ვარდები" (1980, მხატვრის ოჯახის კუთვნილებაა, თბილისი), "შემოდგომა" (1941, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), "რკინიგზელთა გაფიცვა, 1900" (1940, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმში, გორი) და სხვა. ქართველი ფერმწერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.520

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: