The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გედეონ I

Legal name:გედეონ ლორთქიფანიძე
Date of birth:16??
Date of death:1682
Category:Religious leader

Biography

გედეონ I გენათელი(ლორთქიფანიძე) იყო გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1660-1682, დაახლოებით 1660-1664 წწ. იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსიც. გედეონ I-მა შეძლო ოსმალთა ბატონობის შედეგად დაკნინებული გელათის საეპისკოპოსოს მეურნეობის ნაწილობრივ აღდგენა, გელათს შეუძინა თავისუფალი მიწები და იქ გლეხები დაასახლა, 1668 წელს მდინარე ჭიშურაზე ააგო ხიდი. შეუდგა მეორე ხიდის აგებას მდინარე წყალწითელაზე მაგრამ ვერ დაამთავრა. 1669 წელს გედეონ I ბაგრატ IV-მ ელჩად გაგზავნა რუსეთში მეფე ალექსი მიხეილის ძესთან. მოსკოვში გედეონ I-ს, როგორც ბაგრატ IV-ის პოლიტიკის დამცველს, დაუპირისპირდა ტახტის მოცილე დარეჯან დედოფლის მომხრე ქართველი ბატონიშვილი ნიკოლოზი (შემდგომში ერეკლე I), რომელმაც შეძლო გედეონ I-ის პიროვნების კომპრომეტირება რუსეთის მეფის თვალში. 1672 წლის დეკემბერში გედეონ I კირილეს მონასტერში გადაასახლეს, საიდანაც 1676 წლის სექტემბერში დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა. გედეონ I-ის მწიგნობრული მოღვაწეობიდან შემონახულია მხოლოდ ერთი ხელნაწერი სახარება-სამოციქულო, რომელიც მისი დაკვეთით გადაუწერიათ (ხელნაწერთა აღწერილობა, H-895).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.575


Share: