The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.
The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.
The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.
გედეონ II გენათელი (ჩხეიძე) იყო გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1717-1733 წწ. რაჭის ერისთავის პაპუნა II-ძე. მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში - გამოდიოდა იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა თავის ძმას შოშიტა III რაჭის ერისთავს. დაახლოებით 1733 წელს ალექსანდრე V-მ თავის მხარეზე გადაიბირა და ბარში საერისთავო მამული უბოძა. გედეონ II-მ თავი დაანება მღვდელმთავრობას და ამის შემდეგ ბარის ერისთავად იწოდებოდა.