Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ დოღონაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1977წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ხრამის, ლაჯანურისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1977-1994წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1995 წლიდან იყო სს "თბილისის" მთავარი ინჟინერი; უშუალოდ მონაწილეობდა "ხრამჰესის", "ლაჯანურჰესისა" და "ენგურჰესის" მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა არაერთი სამრეწველო, სოციალური და სასოფლო დანიშნულების ობიექტის, მათ შორის: დიღმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო-ლაბორატორიული კორპუსის, "ყაზბეგი-კასტელის" ლუდის ქარხნის მშენებლობას (თბილისში); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.206
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |