Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ დუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1945 წელს, მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1965 წელს. 1948 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელობდა; 1980 წლიდან N15 სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო; 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N2 სახლთმშენებელი კომბინატის უფროსად; 1985-1995წწ. იყო საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის, გეოფიზიკის სამეცნიერო ლაბორატორიის თერმობაროკამერის, მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფიის შენობის, თეატრალური საზოგადოების მსახიობთა სახლის მშენებლობას; მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, სასტუმრო "ივერიის", სახელმწიფო ფილარმონიის, ქორწინების სახლის მშენებლობაში. მიღებული აქვს სპეციალური დიპლომები და ფულადი ჯილდოები, საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") დიპლომები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.207 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |