The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დომენტი ქარჩავა

დომენტი ქარჩავა
Date of birth:8 May, 1900
Date of death:18 September, 1978  (at 78 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, მახარაძის (ოზურგეთი) რაიონი.

1932 წელს მუშაობა დაიწყო ახლად ჩამოყალიბებულ გუნდში, რომელსაც ცნობილი მომღერალი და ლოტბარი ვარლამ სიმონიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო 1937 წლიდან გუნდის ლიკვიდაციამდე (1953) ხელმძღვანელის მოადგილედ ითვლებოდა. გამოდიოდა მახარაძის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1962 წლიდან გურული სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფში იყო. პარალელურად ხელმძღვანელობას უწევდა სასკოლო და საკოლმეურნეო გუნდებს. თითქმის ყველა რესპუბლიკური დათვალიერების თუ ოლიმპიადის მონაწილე იყო. ხან გუნდის ხელმძღვანელად, ხან სოლისტ-მომღერლად; რვაჯერ ჰქონდა მიღებული მთავრობისაგან ფულადი ჯილდო და საპატიო სიგელი. მთელი მისი მუშაობა იქითკენ იყო მიმართული, რომ ხალხური სიმღერები ხალხისათვის უცვლელად მიეწოდებინა. ავლენდა ძველ მივიწყებულ სიმღერებს, გუნდებს ასწავლიდა და ხალხს უნარჩუნებდა. უტყუარი პედაგოგიური ალღოთი დაჯილდოებული ლოტბარი მონდომებით ასწავლიდა სკოლის მოსწავლეებს მამა-პაპის დანატოვარ სიმღერებს. ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.195; margalurmedia.wordpress.com


Share: