შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოკო ჩაჩიბაია![]()
ბიოგრაფიაახალსენაკის ტექნიკუმში მოწაფეთა გუნდში მღეროდა. იგი მრავალ ხალხურ სიმღერას დაეუფლა. 1925 წლიდან დაიწყო მუშაობა ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის გუნდში. ზაფხულობით ახალსენაკის რკინიგზის კლუბში ჩამოყალიბებულ სანაგიტთეატრის პატარა ჯგუფში მონაწილეობდა და 1928-1929წწ. გასტროლებით ორჯერ მოიარა მანძილი ზუგდიდიდან ტუაფსემდე. 1937-1941წწ. უძღვებოდა პოლიგრაფმრეწველობის მუშაკთა რესპუბლიკური კავშირის ხალხური სიმღერების ანსამბლს, რომელიც წარმატებით გამოდიოდა თვითმოქმედი გუნდების შეჯიბრებებში. გარდა ამისა, შეკრიბა და 1940 წელს ცალკე წიგნად გამოსცა "სასიმღერო ლექსთა კრებული". მრავალი წლის განმავლობაში იყო რადიოკომიტეტის გუნდის სოლისტი, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტის წევრი (ხელმძღვანელი: გრიგოლ კოკელაძე). კინოფილმ "ნარინჯის ველის" მუსიკალურ გაფორმებაში გარკვეული წვლილი მასაც აქვს შეტანილი. გორის თეატრში მუსიკალურად გააფორმა ვასო პატარაიას "უჩა უჩარდია". საკმაოდ იყო დატვირთული კულტურის სამინისტროში, პოლიგრაფიულ მრეწველობაში (ე. წ. ცეკას გამომცემლობა) მუშაობით, მაგრამ მაინც პოულობდა დროს იმისათვის, რომ ქართული ხალხური სიმღერისათვის მისი განუმეორებელი ელფერი შეენარჩუნებინა. ფოლკორისტი, ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.210 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |