Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ხატელიშვილი![]()
Biographyპირველდაწყებითი განათლება საჩხერეში მიიღო. ჩვიდმეტი წლის თბილისში ჩამოიყვანეს და მოწაფედ მიაბარეს მესტამბე კერესელიძეს; ასოთამწყობობა ისწავლა და 1911 წელს პროფ. სარგის კაკაბაძის მიერ გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" ააწყო. პარალელურად სიმღერებს სწავლობდა მიხეილ კავსაძისგან. მის ანსამბლში მრავალი წელი გაისმოდა მისი მჭექარე პირველი ხმა. ნიკო სულხანიშვილთანაც ახლობლობდა. მისგანაც ბევრი რამ ისწავლა. 1914 წელს საჩხერეში მომღერალთა 12-კაციანი გუნდი ჩამოაყალიბა, ატარებდა კონცერტებს. საჩხერის გუნდში მღეროდნენ მისი ძმები ტარიელი, დავითი და ანდრო, ძმები მამულაშვილები, შ. გოდაბრელიძე და სხვები. "მარსელიზას" შესრულებისათვის მთელი გუნდი დააპატიმრეს; საპატიმროდან მათი დახსნა თავადმა ფრიდონ წერეთელმა მოახერხა, მაგრამ გუნდი დაიშალა და იგი ისევ თბილისში გაემგზავრა. ქართულ "დრუჟინაში შევიდა; პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გახდა. იქ მან კარგი მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა და სამხედრო ნაწილებში კონცერტებს მართავდა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან, ისევ საჩხერეში გაემგზავრა და სოფ. მერჯევში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომლის მიერ შესრულებული ქართლ-კახური სიმღერები ძლიერ მოიწონეს საჩხერლებმა, გორისლებმა, ქორეთლებმა, არგვეთლებმა. კონცერტები იმართებოდა როგორც საჩხერეში, ისე ახლომდებარე სოფლებში. 1932 წელს მცირე ხნით ქობულეთში ჩამოაყალიბა საკლუბო გუნდი. იქვე, ქვის სახეხ კარიერში და აგრეთვე მწვანე კონცხის ტექნიკუმში ჰყავდა გუნდები. 1933 წლიდან თბილისში მუშაობდა რკინიგზის სატვირთო სადგურის გუნდის ხელმძღვანელად. შემდეგ ისევ მშობლიურ საჩხერეში ჩამოაყალიბა გუნდი. ხანდაზმულობის მიუხედავად, დაუშრეტელი ენერგიით ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.233
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |