Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჯანჯიბუხაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუკუზანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1941 წელს. საშუალო განათლება ველისციხეში მიიღო. 1937 წელს შევიდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. სტუდენტობის პერიოდში მღეროდა სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით არსებულ აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს ქალაქ ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრში მსახიობად. პარალელურად მუშაობდა მომღერლად სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც იმ დროს კომპოზიტორი ბორის გალაევი უძღვებოდა. სამამულო ომის დროს უამრავ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. იქვე, სამხრეთ ოსეთში, მრავალი საკონცერტო ბრიგადა ჩამოაყალიბა. მეომართა წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით დაიმსახურა მრავალი სიგელი და ჯილდო. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.240
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |