The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ბურნაშოვი

Date of birth:8 October, 1743
Date of death:31 March, 1824  (at 80 years)
Category:Engineer, Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. არხანგელსკი, რუსეთი.

თავი გამოიჩინა რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1783 წელს დაინიშნა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და იმერეთის მეფე სოლომონ I-ის კარზე. ამასთან, მეთაურობდა გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) თანახმად საქართველოში გამოგზავნილ ბატალიონებს. ხელი შეუწყო ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ურთიერთობის გაუმჯობესებას. 1787 წელს რუსეთის ჯართან ერთად გაიწვიეს საქართველოდან. რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომში დამსახურებისათვის მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1791 წლიდან კურსკის სამეფისნაცვლოს ("ნამესტნიჩესტვო") გამგებელი იყო, 1798 წლიდან-სენატორი. სამსახურიდან გადადგა და გარდაცვალებამდე თავის მამულში, კურსკის გუბერნიის სოფელ სპასკოეში ცხოვრობდა. 1793-1794 წლებში გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი, რომლებშიც აღწერა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და კავკასიის მთის ხალხების პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. მნიშვნელოვანია მისი კარტოგრაფიული ნაშრომები. სტეფანე ბურნაშოვის მოხსენებები რუსეთის მთავრობისადმი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს ისტორიისათვის (გამოქვეყნებულია მათი ნაწილი). რუსი სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო ინჟინერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.507


Share: