შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ვახტანგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1927 წელს. 1927-1937წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებარე ობიექტებზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1937 წლიდან საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) ასისტენტად, დოცენტად, კათედრის გამგედ, დეკანის მოადგილედ, პროფესორად; 1941-1945წწ. იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე. დიდია მისი დამსახურება საქართველოში მშენებელთა კადრების აღზრდისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში; იგი ავტორია ათამდე სამეცნიერო ნაშრომისა; დაჯილდოებულია ორდენებითა და რამდენიმე მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.225-226 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |