Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი 1906 წელს; 1906-1908წწ. სწავლობდა პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ პოდპორუჩიკის წოდებით გადაიყვანეს 34-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1908 წლიდან პოდპორუჩიკი; 1911 წლიდან პორუჩიკი; 1915 წლიდან შტაბს-კაპიტანი; 1916 წლიდან სამხედრო მფრინავი. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მე-3 საარმიო საავიაციო რაზმში. დაიღუპა დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის პოზიციებზე სადაზვერვო ფრენის დროს: მართავდა "ვუაზენის" ტიპის აპარატს, რომელიც საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის "ფოკერის" ტიპის გამანადგურებელმა. ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: retroplan.ru; xn--80aafy5bs.xn--p1ai Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |