The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე ბიული

Date of birth:1878
Date of death:20 April, 1938  (at 60 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ელისავეტალი (სოფ. ასურეთი), თბილისის მაზრა.

სოციალ-დემოკრატი. პროფესიით მასწავლებელი.

განათლება მიიღო სპეციალიზებულ გერმანულ სასწავლებელში ბესარაბიის გუბერნიაში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოში არსებულ გერმანულ კოლონიებში, მათ შორის, მშობლიურ სოფელშიც. ჩართული იყო პარტიულ მუშაობაში გერმანულ დასახლებებში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ. დამოუკიდებლობის პერიოდში პავლე ბიული მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანელ მოსახლეობას შორის ურთიერთობაში. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო კრების აგრარული და სახალხო განათლების კომისიის წევრი. 1921 წელს იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების წინა პერიოდში ჩეკამ დააპატიმრა. სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. დიდი ტერორის დროს კვლავ დააპატიმრეს, 1938 წელს ე. წ. "ტროიკამ“ დახვრეტა მიუსაჯა. XX საუკუნის 40-იან წლებში მის ოჯახს საბჭოთა რეპრესიები და საქართველოდან გადასახლება არ ასცდა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 71

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: