Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ თაბაგარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1965 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; მუშაობდა ინჟინრად "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში; იმავე წელს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1967-1981წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში სხვადასხვა უბნებზე ოსტატისა და უბნის უფროსის თანამდებობაზე; 1981-1987წწ. "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო; 1987-1999წწ. სამშენებლო ტრესტ "კავკასგვირაბმშენში" ჯერ საგვირაბო რაზმის და შემდეგ სამონტაჟო სამმართველოს უფროსი იყო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.239 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |