The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკარ ჯაში

მაკარ ჯაში
Date of birth:12 January, 1902  (123 years)
Date of death:19??
Category:Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1930 წელს.

1928-1933 წწ. მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, სექტორის გამგედ. 1934 წელს საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1934-1936 წწ. პარტიის ხაშურისა და დუშეთის რაიკომების მდივნის მოადგილედ. 1937-1938 წწ. პარტიის თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მესამე მდივანი, 1938-1940 წწ. საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს მესამე მდივანი, 1940-1947 წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის კომისარი, შემდეგ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს ამიერკავკასიის ფრონტის საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის და სახკომსაბჭოს რწმუნებული, 1947-1953 წწ. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1953-1954 წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1955-1972 წ. საბჭოთა სამეურნეო და პროფკავშირულ ხელმძღვანელ სამუშაოზე იყო. 1972 წლიდან საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. დაჯილდოებულია მედლებით. პარტიული და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.548; კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის ცნობარი (1889-1991) - www.knowbysight.info

Member of Organizations

  • I-II მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საკავშირო კპ (ბ) XVIII და საქართველოს კპ(ბ) X - XVI და XXVI-XXVII ყრილობები, დელეგატი
  • საქართველოს კპ ცკ-სთან არსებული პარტიის ვეტერანთა საბჭო, თავმჯდომარე
  • სკკპ , წევრი (1921-)

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Share: