Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჯინორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რიგა, ლატვიის რესპუბლიკა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1933 წელს. 1939 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1962 წლიდან იყო დოცენტი გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე. ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო, კრიტიკული და თეორიული შრომა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: "გოეთეს შემოქმედებითი გზა" (1966, ქართულ ენაზე; 1984, 1984, რუსულ ენაზე), "გერმანული ფილოსოფიური ლირიკა" (თარგმანი და კომენტარები, 1981), "სოციალისტური რეალიზმის სპეციფიკისათვის" (1956), "ილია ჭავჭავაძის რეალიზმის საკითხისათვის" (1957), "ხელოვნების სპეციფიკის შესახებ" (1957) და სხვა. მისი რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნებულია გერმანულ ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.566 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |