The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პარმენ ჯიქია

პარმენ ჯიქია
Date of birth:19 June, 1898
Date of death:7 December, 1985  (at 87 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1928 წელს.

1929 წლიდან კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ამიერკავკასიის საინჟინრო საშენებლო მელიორაციულ ინსტიტუტში, ამიერკავკასიის ენერგეტიკულ ინსტიტუტში, საქართველოს საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტში, თბილსიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში; 1956-1959წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ჰიდრავლიკის კათედრაზე; საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან გაერთიანების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე იყო ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის, აღსანიშნავია ქართულ ენაზე პირველი სახელმძღვანელო ჰიდრავლიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1933), პროფესორი (1933). 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბუნებრივი მთის ნაკადებში წყლის ხარჯის განსაზღვრის ჰიდრავლიკური მეთოდი", დაიცვა 1933 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.567; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.176

Awards and Honors

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: