The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე თუმანიშვილი

პავლე თუმანიშვილი
Date of birth:26 May, 1925
Date of death:February, 2013  (at 87 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1952 წელს.

მუშაობდა წამყვან საპროექტო ორგანიზაციებში ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში და ქ. სოხუმში; 1979-1984წწ. იყო ქ. გაგრის მთავარი არქიტექტორი; მისი ავტორობით განხორციელებულია მთელი რიგი არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტები; შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას; აქვს გამოქვეყნებული მრავალი სტატია და პუბლიკაცია რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში; მისი ძირითადი ნამუშევრებია ქ. გორში საცხოვრებელი სახლების და ბამბეულ ქსოვილების კომბინატის რეკონსტრუქციის პროექტები, ქ. ქუთაისის მთავარი მოედნის რეკონსტრუქცია, სანატორიუმი 100 ადგილზე საირმეში, ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქცია, ქ. ქუთაისის დასვენების პარკის დაგეგმარება, დაღუპულ გმირთა მემორიალის პროექტი ქ. ქუთაისში, ქ. ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის რეაბილიტაციის, კამერული და საორღანო მუსიკის საკონცერტო დარბაზის ადაპტაცია, საქორწილო მომსახურების დარბაზი ქ. ქუთაისში, ქ. მაიაკოვსკის ცენტრის დეტალური დაგეგმარება, საცხოვრებელი სახლის პროექტი ქ. სიღნაღში, შავი ზღვის სანაპიროს დეტალური დაგეგმარების პროექტი სოხუმში, ქ. გაგრაში სანატორიუმ "ენერგეტიკის" რეკონსტრუქცია-გაფართოება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.252

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1959-)

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Bibliography


Share: