შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა წამყვან საპროექტო ორგანიზაციებში ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში და ქ. სოხუმში; 1979-1984წწ. იყო ქ. გაგრის მთავარი არქიტექტორი; მისი ავტორობით განხორციელებულია მთელი რიგი არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტები; შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას; აქვს გამოქვეყნებული მრავალი სტატია და პუბლიკაცია რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში; მისი ძირითადი ნამუშევრებია ქ. გორში საცხოვრებელი სახლების და ბამბეულ ქსოვილების კომბინატის რეკონსტრუქციის პროექტები, ქ. ქუთაისის მთავარი მოედნის რეკონსტრუქცია, სანატორიუმი 100 ადგილზე საირმეში, ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქცია, ქ. ქუთაისის დასვენების პარკის დაგეგმარება, დაღუპულ გმირთა მემორიალის პროექტი ქ. ქუთაისში, ქ. ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის რეაბილიტაციის, კამერული და საორღანო მუსიკის საკონცერტო დარბაზის ადაპტაცია, საქორწილო მომსახურების დარბაზი ქ. ქუთაისში, ქ. მაიაკოვსკის ცენტრის დეტალური დაგეგმარება, საცხოვრებელი სახლის პროექტი ქ. სიღნაღში, შავი ზღვის სანაპიროს დეტალური დაგეგმარების პროექტი სოხუმში, ქ. გაგრაში სანატორიუმ "ენერგეტიკის" რეკონსტრუქცია-გაფართოება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |