The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა თალაკვაძე

მანანა თალაკვაძე
დაბადების თარიღი:1946  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს და იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1971-1973წწ. მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯერ თვითმფრინავმშენებლობის, ხოლო შემდეგ კვების მრეწველობის მანქანებისა და აპარატების კათედრის ინჟინრად. 1970-1974წწ. მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 1972-1976წწ. საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს სწავლული მდივანია. 1976-1980 წწ. მ. თალაკვაძე  მანქანათმეშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე ასისტენტად მუშაობს. 1980 წლიდან კი იმავე კათედრის დოცენტია. 1985-2005წწ. სტუ-ის მექანიკა-მანქანათმშენებლობის სასწავლო დარგში დეკანის მოადგილის მოვალეობას ასრულებს. გამოქვეყნებული აქვს  40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 სახელმძღვანელო და 4 დამხმარე სახელმძღვანელო, ასევე 4 საავტორო მოწმობის მფლობელია. ინჟინერ-მექანიკოსი, მანქანათმშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1976), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.71-72

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: