| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა თალაკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს და იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1971-1973წწ. მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯერ თვითმფრინავმშენებლობის, ხოლო შემდეგ კვების მრეწველობის მანქანებისა და აპარატების კათედრის ინჟინრად. 1970-1974წწ. მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 1972-1976წწ. საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს სწავლული მდივანია. 1976-1980 წწ. მ. თალაკვაძე მანქანათმეშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე ასისტენტად მუშაობს. 1980 წლიდან კი იმავე კათედრის დოცენტია. 1985-2005წწ. სტუ-ის მექანიკა-მანქანათმშენებლობის სასწავლო დარგში დეკანის მოადგილის მოვალეობას ასრულებს. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 სახელმძღვანელო და 4 დამხმარე სახელმძღვანელო, ასევე 4 საავტორო მოწმობის მფლობელია. ინჟინერ-მექანიკოსი, მანქანათმშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1976), პროფესორი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.71-72 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

