შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ თხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღვერკი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1966წწ. მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად საბჭოთა არმიაში სამსახურისას; 1966-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის ჭიათურის რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატში საამქროს უფროსად; 1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1976წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გაგრის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად; 1977-1992წწ. იყო საქართველოს საკოლმეურნეობათაშორისო გაერთიანება "საქკოლმშენის" გაგრის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფი, მუშაობდა რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.255
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |