Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ თხელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღვერკი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1966წწ. მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად საბჭოთა არმიაში სამსახურისას; 1966-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის ჭიათურის რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატში საამქროს უფროსად; 1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1976წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გაგრის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად; 1977-1992წწ. იყო საქართველოს საკოლმეურნეობათაშორისო გაერთიანება "საქკოლმშენის" გაგრის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფი, მუშაობდა რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.255
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |