The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ თხილავა

თეიმურაზ თხილავა
Date of birth:30 May, 1925  (99 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1948 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქგიპროშახტი", "საქქალაქმშენსახპროექტი", "თბილზნიიეპი", "საქკურორტპროექტი" და შპს ფირმა "მუზაში" - მთავარ კონსტრუქტორად; საპროექტო ფირმა "მუზის" მთავარი ინჟინერია; დაპროექტებული აქვს სხვადასხვა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე; არის სამშენებლო კონსტრუქციების განხრით მშენებლობაში ფართოდ დანერგილი 7 გამოგონების ავტორი; აქტიურად მონაწილეობდა მოცულობითი ბლოკების მშენებლობაში დანერგვის საქმეში, მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის დაპროექტებისთვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.255 


Share: