The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შაქრო ვარშანიძე

შაქრო ვარშანიძე
Date of birth:15 September, 1941
Date of death:2015  (at 73 years)
Burial location:ქ. ბათუმის საქალაქო სასაფლაო
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1964 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი(ОВИМУ) . 
სასწავლებლის დამთავრებისთანავე, ჯერ შავი ზღვის, მოგვიანებით კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე გაიარა ყველა საფეხური მატროსობიდან კაპიტნის თანაშემწეობამდე, მიიღო დიდი გამოცდილება, პროფესიული პრაქტიკა და 1978 წელს შაქრო ვარშანიძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Кременчуг» -ის კაპიტანიც გახდა. 
პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების თეორიული ცოდნით გასამტკიცებლად მან მალე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, 1980 წელს ჩაირიცხა და ზღვაში საქმიანობის პარალელურად დაუსწრებლად დაამთავრა კიდეც ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი(ОВИМУ). მომდევნო წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტანი შაქრო ვარშანიძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერების: «Победа Октября»-ს, «Николай Сипягин»-ის, «Захарий Палиашвили»-ს, «Академик Векуа»-სა და «Uznadze»-ს ეკიპაჟებს მეთაურობდა, 2000 წლიდან კი საქმიანობა ნაპირზე განაგრძო და სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კათედრის ხელმძღვანელმა, მოგვიანებით კი ინსტრუქტორმა - შაქრო ვარშანიძემ მომავალი საზღვაოსნო კადრების აღზრდისა და სწავლა-განათლების საქმეს მოჰკიდა ხელი. ასოცირებული პროფესორი, მდიდარი საზღვაოსნო გამოცდილების მქონე შორეული ნაოსნობის კაპიტანი მცდელობას არ აკლებდა და ჩვეული შემართებით ეწეოდა ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული დაოსტატებისა და მომზადების საქმეს, როგორც საზღვაო აკადემიაში, ასევე საზღვაო საწვრთნელ ცენტრში. 2011 წლიდან იმყოფებოდა პენსიაზე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: