The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ იაკობაშვილი

ვახტანგ იაკობაშვილი
Date of birth:29 November, 1930  (93 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალოვით 1953 წელს.

1953-1955წწ. იყო რუსეთში კემეროვოს ოლქის ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსი; 1955-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის გურჯაანის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი, იმავე ტრესტის N19 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1971-1992წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი და N11 სამშენებლო ტრესტის მმართველი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონში აშენდა მეცხოველეობის კომპლექსი, მეფრინველეობის ფაბრიკა, კულტურის სახლი (საგარეჯოში), საავადმყოფო და ტურისტული ბაზა (ლაგოდეხში), სასტუმრო, სკოლა-ინტერნატი, პოლიკლინიკა (გურჯაანში), ღვინის ქარხნები (გურჯაანსა და წითელწყაროში) მდ. იორზე ნაპირსამაგრი ნაგებობები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი. მირებული აქვს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.256-257

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: