შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოჯოლა, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1941 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს. 1942-1946წწ. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში სადესანტო პოლკში; 1947-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ტყიბულის სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამრეწველო კომბინატის დირექტორად, სამშენებლო სამმართველო "ტყიბულმშენის" უფროსად; 1973-1980წწ. ამავე ტრესტის კაზრეთის სამშენებლო სამმართველოს ("მადნეულმშენი") მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1981-1990წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს თბილისისა და სამტრედიის საქალაქთაშორისო მშენებლობის ჯგუფის უფროსი; 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქკომრემმშენის" ტყიბულის სამმართველოს; მონაწილეობდა ტყიბულის მაღაროთა სამმართველოს ცენტრალური გამამდიდრებელი ფაბრიკის, სპორტის სასახლის (საცურაო აუზით), სტადიონის, პურის ქარხნის, კინოთეატრის, კულტურის სასახლის, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის (დაბა კაზრეთში), ასევე სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო ობიექტის მშენებლობაში მიღებულილ აქვს ორდენები და მედლები, მათ შორის: "მეშახტის დიდების" და "სამამული ომის" ორდენები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.258-259; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.188-189 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |