The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარლამ იაშვილი

ვარლამ იაშვილი
Date of birth:25 September, 1922
Date of death:1996  (at 73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოჯოლა, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1941 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს.

1942-1946წწ. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში სადესანტო პოლკში; 1947-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ტყიბულის სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამრეწველო კომბინატის დირექტორად, სამშენებლო სამმართველო "ტყიბულმშენის" უფროსად; 1973-1980წწ. ამავე ტრესტის კაზრეთის სამშენებლო სამმართველოს ("მადნეულმშენი") მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1981-1990წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს თბილისისა და სამტრედიის საქალაქთაშორისო მშენებლობის ჯგუფის უფროსი; 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქკომრემმშენის" ტყიბულის სამმართველოს; მონაწილეობდა ტყიბულის მაღაროთა სამმართველოს ცენტრალური გამამდიდრებელი ფაბრიკის, სპორტის სასახლის (საცურაო აუზით), სტადიონის, პურის ქარხნის, კინოთეატრის, კულტურის სასახლის, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის (დაბა კაზრეთში), ასევე სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო ობიექტის მშენებლობაში მიღებულილ აქვს ორდენები და მედლები, მათ შორის: "მეშახტის დიდების" და "სამამული ომის" ორდენები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.258-259; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.188-189

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: