| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია კიკაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი 1988 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1989 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტის გამოყენებითი მექანიკის ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას ლაბორანტად, შემდეგ ჰიდროტექნიკის და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრაზე გადადის სამუშაოდ. ის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას წარმატებით უთავსებს პედაგოგიურ მოღვაწეობას არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, აგროინჟინერიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. შპს მელიორაციის წყალსარგებლობის და გარემოს დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი. მას მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში, სემინარსა და სიმპოზიუმში აქვს მიღებული მონაწილეობა. 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აგროინჟინერიის დოქტორი (2008). სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის ნორმა ბუნებრივ-კლიმატური კომპლექსური მახასიათებლების გათვალისწინებით". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.86-87; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

