The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციალა კობერიძე

ციალა კობერიძე
Legal name:ციალა როსტომაშვილი
Date of birth:1941  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალი 1967 წელს.

1958-1962წწ. მუშაობდა გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის გამომყვან ფაბრიკაში ჯერ მუშად, მერე კი ქსოვილების გასაღების ბაზის საქონელმცოდნედ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1967-1976წწ. შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ინჟინერი, ინჟინერ-ნორმადარი, I სართავი ფაბრიკის უფროსი ინჟინერ-ნორმადარი იყო. 1976 წელს ის ფაბრიკის პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივნად აირჩიეს. 1978-1990წწ. ც. კობერიძეს ქ. გორის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. 1988 წელს ის დააჯილდოვეს მედლით " საყოფაცხოვრებო მომსახურების წარჩინებული". ინჟინერ-ტექნოლოგი.  

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.87-88

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Share: