Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როინ იმედაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციაში; 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის კონსტრუქციების კათედრაზე ლაბორატორიის გამგედ; 1978-1987წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1987-2004წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 2004-2006წწ. გაერთიანებული კათედრების დეპარტამენტის უფროსი იყო; 2006 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტის "ნაგებობათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის" დეპარტამენტის პროფესორია; 2005 წლიდან არის სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალ "მშენებელის" რედაქტორის მოადგილე; ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაჯილდოებულია სიგელით "წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მუშაობისათვის" (2009); საპატრიარქოს საპატიო სიგელი. 2010 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრი, გამოქვეყნებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია და 10 სახელმძღვანელო. დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად 1974 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.261; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |