შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნორა კუჭავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის სფეიქრო ინსტიტუტი, აბრეშუმის ტექნოლოგის სპეციალობით 1955 წელს და ასპირანტურა. 1955 წელს ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში დაიწყო მუშაობა. იყო ცვლის, საამქროს, სამოსწავლო განყოფილებების უფროსი. შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის სხვადასხვა სკოლებში. 1957 წელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ, რუმინეთში მიავლინეს. 1969 წლიდან ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის კათედრაზე იწყებს მუშაობას ასისტენტად, უფროს მასწავლებლად და შემდეგ დოცენტად. მას რესპუბლიკურ და საკავშირო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 61 შრომა, ფლობს სამ საავტორო მოწმობას. ის დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა და მადლობით. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 91-92 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |