The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნორა კუჭავა

ნორა კუჭავა
Date of birth:1933  (92 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის სფეიქრო ინსტიტუტი, აბრეშუმის ტექნოლოგის სპეციალობით 1955 წელს და ასპირანტურა.

1955 წელს ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში დაიწყო მუშაობა. იყო ცვლის, საამქროს, სამოსწავლო განყოფილებების უფროსი. შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის სხვადასხვა სკოლებში. 1957 წელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ, რუმინეთში მიავლინეს. 1969 წლიდან ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის კათედრაზე იწყებს მუშაობას ასისტენტად, უფროს მასწავლებლად და შემდეგ დოცენტად. მას რესპუბლიკურ და საკავშირო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 61 შრომა, ფლობს სამ საავტორო მოწმობას. ის დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა და მადლობით.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 91-92

Member of Organizations

  • მედალი " შრომითი მამაცობისთვის"

Share: