The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუზა იტრიაშვილი

იუზა იტრიაშვილი
Date of birth:12 September, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1966წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" უბნის ინჟინრად; 1966-1974წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტის" უფროსი ინჟინერი; 1974-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1986-1992წწ. - კულტურის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1993 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსია; მონაწილეობდა სიონის ჰიდროკვანძის, თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის, რკინაბეტონის ქარხნის (გორის რაიონში) მშენებლობაში; ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემისა და განათლების სამინისტროს რიგი ობიექტების დაპროექტებაში; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.267

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Share: