The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნარგიზა მაჭარაშვილი

ნარგიზა მაჭარაშვილი
Date of birth:1936  (89 years)
Category:Mechanical Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1958 წელს და ასპირანტურა 1964 წელს.

1958-1961წწ. მუშაობდა სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1964 -1984წწ.  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ კ. ამერეჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სამთო ენერგეტიკის  განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლია. 1984 წლიდან "საქაგრომანქანაში" დაიწყო მუშაობა ინფორმაციისა და საპატენტო ძიების განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1992 წლიდან სწავლული მდივნის თანამდებობა უკავია. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერი ნაშრომი. ის ერთი რაციონალიზატორული წინადადების და სამი გამოგონების ავტორია. მიღებული აქვს მთავრობის მედლები და სიგელები. ტექნიკის მეცნიერებატა კანდიდატი (1965).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 102-103; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.246

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    სასოფლო - სამეურნეო მანქანათმშენებლობის დარგის განვითარებაში, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის სპეციალიზებული სატრაქტორო და სასოფლო - სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: