შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კაკულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1979წწ. მუშაობდა ტიუმენის ოლქის ქ. სურგუთში, თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე - სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. სოხუმის სახლსაშენი კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1986-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ოჩამჩირის N7 სამშენებლო ტრესტის მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1992 წლიდან საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზის" უფროსი იყო; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის სამოქალაქო და სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საგზაო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.272 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |