Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1979წწ. მუშაობდა ტიუმენის ოლქის ქ. სურგუთში, თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე - სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. სოხუმის სახლსაშენი კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1986-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ოჩამჩირის N7 სამშენებლო ტრესტის მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1992 წლიდან საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზის" უფროსი იყო; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის სამოქალაქო და სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საგზაო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.272 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |