The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ კალინინი

მიხეილ კალინინი
Date of birth:22 November, 1939  (85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს.

1969-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1976-1992წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტში მუშაობდა მმართველის მოადგილედ, N13 სამშენებლო ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, გაერთიანება "სოფლკომუნმშენის" მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა სამრეწველო გაერთიანება "მიონის" საწარმოო-ლაბორატორიული კორპუსების (თბილისში), კოდისა და თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკების, სკოლების, საავადმყოფოების, მეცხოველეობის ფერმების (მარნეულის, ბოლნისის, წალკის, თეთრიწყაროსა და დმანისის რაიონებში), საცხოვრებელი შენობების (სოფ. შატილში, გუდაურში) და მრავალი სხვა ობიექტის მშენებლობაში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული დმანისის (1981) და სპიტაკის (1989-1990) რაიონებში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.276-277

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Share: