| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ მოსაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1959წწ. მუშაობდა ინჟინერ-მშენებლად სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში წამყვან თანამდებობებზე. 1959-1961წწ. უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვპროექტში". ამ პერიოდში მისი მონაწილეობით კვების მრეწველობის არაერთი ობიექტი დაპროექტდა. შემდეგ წლებში მოღვაწეობდა საქსოფლმშენის სამინისტროს სისტემაში, კოდის მეფრინველეობის კომპლექსის და საწარმოო-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაზე სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა 1974-1977წწ. საქსოფლმშენის სამინისტროს აპარატში, ხოლო 1977-1981წწ. საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში. 1986-1989წწ. პენსიაზე გასული (რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი) თ. მოსაშვილი მუშაობდა რესპუბლიკურ გაერთიანება "საქაგრომრეწვმშენის" დაქვემდებარებულ "საქაგროორგტექმშენში" სხვადასხვა თანამდებობებზე. 1989-1990წწ. ის მონაწილეობას ღებულობდა სომხეთის რესპუბლიკაში, სპიტაკის მიწისძვრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებში. ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 110-112 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

