| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ მოსაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1959წწ. მუშაობდა ინჟინერ-მშენებლად სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში წამყვან თანამდებობებზე. 1959-1961წწ. უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვპროექტში". ამ პერიოდში მისი მონაწილეობით კვების მრეწველობის არაერთი ობიექტი დაპროექტდა. შემდეგ წლებში მოღვაწეობდა საქსოფლმშენის სამინისტროს სისტემაში, კოდის მეფრინველეობის კომპლექსის და საწარმოო-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაზე სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა 1974-1977წწ. საქსოფლმშენის სამინისტროს აპარატში, ხოლო 1977-1981წწ. საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში. 1986-1989წწ. პენსიაზე გასული (რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი) თ. მოსაშვილი მუშაობდა რესპუბლიკურ გაერთიანება "საქაგრომრეწვმშენის" დაქვემდებარებულ "საქაგროორგტექმშენში" სხვადასხვა თანამდებობებზე. 1989-1990წწ. ის მონაწილეობას ღებულობდა სომხეთის რესპუბლიკაში, სპიტაკის მიწისძვრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებში. ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 110-112 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

