შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი, საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1967 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბორჯომის სამშენებლო სამმართველოში; შრომითი საქმიანობის პარალელურად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1984 წლიდან გადაჰყავთ საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსად; 2012 წლიდან შპს "მშენებელი- 2012"-ის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც ახორციელებს საავტომობილო გზების მშენებლობას და მათ მოვლა-შენახვას; მისი ფუნქციონირების ზონას წარმოადგენს ბორჯომის რაიონი, 132 კმ დიაპაზონში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა 30 და 75-ბინიანი საცხოვრებელი სახლები ქ. ბორჯომში და დაბა ლიკანში, რძისა და ხორცის კომბინატები დაბა ლიკანში, ნაპირსამაგრი ნაგებობები, მთელი რიგი ვაჭრობის ობიექტები "ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-აბასთუმნის" ზონაში, განხორციელდა ცემის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |