Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი, საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1967 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბორჯომის სამშენებლო სამმართველოში; შრომითი საქმიანობის პარალელურად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1984 წლიდან გადაჰყავთ საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსად; 2012 წლიდან შპს "მშენებელი- 2012"-ის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც ახორციელებს საავტომობილო გზების მშენებლობას და მათ მოვლა-შენახვას; მისი ფუნქციონირების ზონას წარმოადგენს ბორჯომის რაიონი, 132 კმ დიაპაზონში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა 30 და 75-ბინიანი საცხოვრებელი სახლები ქ. ბორჯომში და დაბა ლიკანში, რძისა და ხორცის კომბინატები დაბა ლიკანში, ნაპირსამაგრი ნაგებობები, მთელი რიგი ვაჭრობის ობიექტები "ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-აბასთუმნის" ზონაში, განხორციელდა ცემის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |