The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ კაპანაძე

ზაურ კაპანაძე
Date of birth:29 July, 1940
Date of death:2009  (at 68 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1972წწ. მუშაობდა ყაზახეთში, ქ. ჩიმკენტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1972-1973წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1974-1976წწ. ბინათმშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1976-1978წწ. N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მთავარ ინჟინრად; 1978-1982წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბათუმის N5 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1982-1989წწ. ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მმართველი; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს რუსთავის სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველი; 1989-1991წწ. იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1991-1997წწ. ჰოლდინგური კომპანია "მშენებლის" პრეზიდენტი; 2000-2004წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და საშენ მასალათა წარმოების დეპარტამენტს, მიწისძვრის შედეგად სალიკვიდაციო სამშენებლო კომპლექსს; იყო ქ. თბილისის "არქმშენინსპექციის" უფროსი; 2005-2006წწ. მონაწილეობდა ყულევის შავი ზღვის ტერმინალის მშენებლობაში, სადაც მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2006 წლიდან შპს "თბილისი-3"-ის დირექტორია; მონაწილეობდა ყაზახეთისა და საქართველოს (ჩიმკენტში, ჭიათურაში, რუსთავში, თბილისში, აჭარაში, ზესტაფონში, საჩხერეში, თერჯოლაში) არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.280; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.204

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: