Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ კაჭკაჭიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" ბორჯომის სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბორჯომის N12 სამშენებლო ტრესტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის N5 სამშენებლო ტრესტის N31 მოძრავ-მექანიზებული კოლონაში (ინჟინრად, მთავარ ინჟინრად); 1984-1986წწ. ხელმძღვანელობდა იმავე ტრესტის ასპინძის მოძრავ-მექანიზებულ კოლონას; 1986-1988წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" ბორჯომის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1988-1995წწ. - თავმჯდომარე; 1995 წლიდან "საქსოფმშენკომპლექსის" სამმართველოს უფროსი იყო; მონაწილეობდა სანატორიუმების "ბორჯომ-ლიკანის" (III კორპუსის) და "ბორჯომის", ბორჯომში სასტუმრო "თბილისის", ბაკურიანისა და წაღვერში კულტურულ-საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობების, ქვიშხეთის და ახალდაბის საკონსერვო ქარხნების, კინოთეატრის და რიგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო საქართველოს მშენებელთა კავშირის ბორჯომის ფილიალის ხელმძღვანელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.283 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |