Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თალიკო ჟვანია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1985 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით პროექტების მენეჯმენტი 2006 წელს. 1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის, ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის, საპრობლემო ლაბორატორიის ინჟინრის, მეცნიერ მუშაკის, უფროსი მასწავლებლის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობზე. 2013 წლიდან მუშაობს ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად, სტუ-ს საგამოცდო ცენტრის მთავარ სპეციალისტად. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: "დაპროგრამების საფუძვლები", "ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები", "მონაცემთა დამუშავების ენები", "მონაცემთა ბაზების აგების საფუძვლები". არის 2 მონოგრაფიის, 13 სახელმძღვანელოსა და 67 სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობდა 25 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.130-131; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: is.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |