Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულიკო კვაჭანტირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; 1961-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მოსაპირკეთებელ მასალათა კომბინატის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1981 წელს დაინიშნა ტრესტ "აგრომრეწვის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1983 წელს ამავე ტრესტის მმართველად; 1975-1977წწ. არჩეული იყო საბურთალოს რაისაბჭოს დეპუტატად; უშუალოდ მონაწილეობდა ქ. თბილისის საბურთალოს საცხოვრებელი მასივის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.292
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |