The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი კიზირია

გივი კიზირია
Date of birth:15 March, 1927
Date of death:29 April, 2001  (at 74 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1959წწ. მუშაობდა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოს ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში მასწავლებლად, 1950-1953 წლებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს N12 ხიდმშენებელი რაიონის საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსად, 1953-1955 წლებში - გზებისა და ხიდების საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ ''სოიუზდორპროექტის'' თბილისის ფილიალში უფროს ინჟინრად, 1955-1958 წლებში მოსკოვის სატრანსპორტო მშენებლობის საპროექტო და სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის - ''სოიუზტორნიის'' ასპირანტია, 1956-1960 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1960-1962 წლებში - კუნძულ კალიმანტანის (ინდონეზია) საგზაო ექსპედიციის ინჟინერია, სადაც მისი აქტიური მონაწილეობით ათეული კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა იქნა გაყვანილი. 1985 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა, 1985-2001 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ხიდებისა და გვირაბების კათედრის გამგე. 130 სამეცნიერო (მათ შორის 64 ერთეული) ნაშრომის, რამდენიმე მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს (უმაღლესი სასწავლებლებისათვის) და 10-მდე გამოგონების ავტორია; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი დისერტაცია; საფუძველი ჩაუყარა სამშენებლო მექანიკის ახალ მიმართულებას კონსტრუქციათა გაანგარიშებას მასალების დეფორმაციის გათვალისწინებით; ხელმძღვანელობდა სამოქალაქო-სატრანსპორტო ნაგებობების ახალი კონსტრუქციებით დაპროექტება-მშენებლობას (დიღმის ხიდი, "ლაჯანურჰესის" კაშხალი, ვახუშტის სახელობის ხიდი და სხვა); მონაწილეობდა შენობა-ნაგებობათა ავარიების ექსპერტიზისა და აღდგენით ღონისძიებათა შემუშავებაში; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ბეტონის ცოცვადობის თეორიისა და გაანგარიშების მეთოდების დამუშავებაში; შეიმუშავა ცოცვადობის მოვლენის ამსახველი ისეთი გამოსახულება, რომელიც აერთიანებს მანამდე არსებულ თეორიებს, როგორც კერძო შემთხვევებს და რომელიც საფუძვლად დაედო ხანგრძლივი დეფორმაციების გათვალისწინებით ნაგებობათა გაანგარიშების მისეულ მეთოდიკას. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.298; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.158; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.133;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 22

Member of Organizations

  • დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭო, თავმჯდომარე
  • დსთ-ს სახელმწიფოთაშორისი კავშირის ხელოვნურ ნაგებობათა სექცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • წინასწარდადებული რკინაბეტონის საერთაშორისო ფედერაცია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1980-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "შენობა-ნაგებობების საიმედოობის ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების კვლევა და რეალიზაცია"
  • 1997 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: