The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემზარ კიზირია

ემზარ კიზირია
Date of birth:1 January, 1951
Date of death:2010  (at 58 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1973 წელს.

1973-1995წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" N6 არქიტექტურულ სახელოსნოში ინჟინერ-კონსტრუქტორად, პროექტისა და სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; 1990 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრთან; 1992 წელს დაინიშნა ცენტრის მთავარ ინჟინრად, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის მთავარ ინჟინრად, მთლიანი კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალის" მთავარ ინჟინრად; 1999 წელს აირჩიეს სააქციო საზოგადოება "საქქალაქმშენპროექტის" გენ. დირექტორად; 2001 წელს გადავიდა შემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალის" დირექტორის თანამდებობაზე; 2005 წლიდან მუშაობს საპროექტო-სამშენებლო ფირმა "კაპიტელის" დირექტორად; მისი უშუალო ხელმძღვანელობით (ინჟინერ-კონსტრუქტორი) დაპროექტდა და აიგო ოცდაათზე მეტი მნიშვნელოვანი საეკლესიო დანიშნულების ობიექტი; ხელმძღვანელობდა მიუსერის დასასვენებელი კომპლექსის ("ჩაიკა"), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  (ბობოყვათში), საქართველოს, უკრაინისა და საკავშირო საგეგმო კომიტეტის (ბიჭვინთაში), საქართველოს სახელმწიფო ბანკის დასასვენებელი სახლების, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ვანტური ხიდის (მდ. ვერეზე), საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ნიკოლაძისა და ყიფშიძის ქუჩებზე, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში), სახალხო სასამართლოს შენობის (ბორჯომში), საბაჟო გამშვები პუნქტის (ახალციხეში), დასასვენებელი კოტეჯების (ურეკსა და წყალტუბოში), წმინდა გიორგის, მირქმის, ამაღლების (თბილისში), კვირაცხოვლის ტაძრებისა (სურამში) და სხვა ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკის აღდგენა-რეკონსტრუქციას (თბილისში), სამების საკათედრო ტაძრის კონსტრუქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.299; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: