Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კიკალეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში" ოსტატად, უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1968-1973წწ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში უფროსის მოადგილედ მიწისზედა ნაგებობების ექსპლუატაციის დარგში; 1974 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექციის ზონალურ და მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის სამმართველოებს; მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (თბილისში), მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.300 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |